a a a
a a a

შპს "ბათუმის ავტოტრანსპორტი" – ს 2019 წლის იანვრის სტატისტიკური მაჩვენებლები:


1. მარშრუტების რაოდენობა – 19

ვრცლად...

მგზავრთა საყურადღებოდ!

ქალაქში მიმდინარე ქუჩების სარემონტო–სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, განხორციელდა შემდეგ მარშრუტებზე ცვლილებები:

ვრცლად...

შპს ,,ბათუმის ავტოტრანსპორტის“ განცხადება


საკრებულოს სხდომაზე გაჟღერებულ საკითხი, რომელიც ეხება იმ გარემოებას, რომ თითქოს ბათუმის მერიის მიერ დაფუძნებული შპს ,,ბათუმის ავტოტრანსპორტი“ არის დახურული საჯარო ინფორმაციის გაცემის თვალსაზრისით, არ შეესაბამება სინამდვილეს, მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ საფუძვლებს და წარმოადგენს დეზინფორმაციას, რომელიც მიზანმიმართულად ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. ვინაიდან ნებისმიერი სახის წერილობით კორეპონდენციაზე ხორციელდება შესაბამის პასუხის გაცემა კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადებში. 
ერთ-ერთი ნათელი მაგალითი და დასტური იმისა, რომ აღნიშნული განცხადება წარმოადგენს ყალბ ამბავს და სიცრუეს გახლავთ ის გარემოება, რომ 2019 წლის 31 იანვარს ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მიერ მოთხოვნილი იქნა შპს ,,ბათუმის ავტოტრანსპორტში“ დასაქმებულ პირთა საშტატო ნუსხა და სახელობითი სია. 2019 წლის 6 თებერვალს მოთხოვნილ ინფორმაციაზე სრულყოფილი პასუხი (დანართებთან ერთად) გაეგზავნა განმცხადებელს. თუმცა, აღნიშნულის მიუხედავად, სამწუხაროდ, კვლავ გრძელდება პილიტიკური სახის ცრუ განცხადებების გავრცელება. 
შპს ,,ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ადმინისტრაცია გამოხატავს მზადყოფნას, ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს მიაწოდოს მოთხოვნილი ინფორმაცია, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას.

ფოკუს ჯგუფის შერჩევა!

შპს "ბათუმის ავტოტრანსპორტი" მგზავრთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით აცხადებს ფოკუს ჯგუფებთან შეხვედრების ციკლს. 
ფოკუს ჯგუფები დაკომპლექტებული იქნება სხვადასხვა კატეგორიების მიხედვით და მის მიზანს წარმოადგენს მგზავრთა საჭიროებების იდენტიფიცირება, რაც დაგვეხმარება მომსახურების გასაუმჯობესებლად ღონისძიებების დაგეგმვაში.
მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია და საჭიროებს წინასწარ ჩაწერას, რისი გაკეთებაც ცხელ ხაზზე (0422-24-76-76) დარეკვით ან ჩვენს FB – გვერდზე შეტყობინების გამოგზავნით შეგეძლებათ. 
პირველი შეხვედრა შედგება 28 თებერვალს."

რას ფიქრობთ ქ.ბათუმის მუნიციპალურ ტრანსპორტში ელექტრონული საბილეთო სისტემის დანერგვის შესახებ?