a a a
a a a

ბადრი ფარტენაძე: მომავალი წლიდან ჩვენი მოსახლეობა აუცილებლად იგრძნობს სასიკეთო ცვლილებებს

ინტერვიუ

მუნიციპალური ტრანსპორტის მნიშვნელობაზე ბევრს საუბრობენ. ბევრს გვიმგზავრია და ვიცით, თუ რა პრობლემებია დღეს და რის გამოსწორებას ვისურვებდით, ბოლო 10 წლის განმავლობაში ბევრი რამ უკეთესობისკენ შეიცვალა. განახლდა ავტოპარკი, მძღოლებიც უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ საკუთარ გარეგნულ მხარეს, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია ჩვენი ტურისტული ქალაქისათვის.

საბარათე სისტემაზე გადასვლამ მგზავრობა უფრო მოსახერხებელი გახადა, მიუხედავად ამისა, გაუმართავი ტრანსპორტის გამო, მოსახლეობა პრეტენზიებს გამოთქვამს. ივლისიდან "ბათუმის ავტოტრანსპორტს" ბადრი ფარტენაძე ხელმძღვანელობს. როგორი სამსახური ჩაიბარა მან, რა პრობლემებია დღეს და რის გაკეთბას გეგმავს გუნდთან და მერიასთან ერთდ მომავალში, ამაზე თავად გვესაუბრება.

ბატონო ბადრი, როგორ შეხვდით შემოთვაზებას, გეხელმძღვანელათ ისეთი სფეროსთვის, სადაც ყოველთვის არის პრობლემები და მოსახლეობის პრეტენზიები?

- შეთავაზებას სიამოვნებით დავთანხმდი, რადგან მაქვს შეხება ტრანსპორტის სფეროსთან. მამაჩემი თამაზ ფარტენაძე წლების განმავლობაში ერთერთი მოწინავე ტრანსპორტელი გახლდათ. ის 20 წელი ხელმძღვანელობდა "სატვირთო ავტოკოლონა 2655"-ს, რომელიც ამავე ტერიტორიაზე იყო განთვსებული. მეც სკოლის დამთვრებისთანავე პრაქტიკას გავდიოდი ამავე საწარმოში. პროფესიით ინჟინერმექანიკოსი ვარ და ამასთან, მაქვს ეკონომიკური განათლებაც. 90-იან წლებში მქონდა კერძო ბიზნესი სატვირთო გადაზიდვების სფეროში. შემდგომ პერიოდში საზღვაო ტრანსპორტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, 2008-2010 წლებში კი ამავე უწყების ხელმძღვანელიც გახლდით. წლების განმავლობაში საკმაო გამოცდილება დამიგროვდა, რასაც აუცილებლად გამოვიყენებ ახალ სამსახურში. 

- როგორი მემკვიდრეობა გერგოთ წინა ხელმძღვანელობისგან?

- წინამორბედებზე საუბარი არ მიყვარს. კარგზეც და ცუდზეც შეიძლება ისაუბრო, მაგრამ ერთი კი დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, მუნიციპალურიტრანსპორტის მდგომარეობა ჩვენს ქალაქში მძიმეა. აქედან გამომდინარე, პრობლემის დასაძლევად და სიახლეების დასანერგად ყველაფერი უნდა გავაკეთოდ, რომ მუნიციპალური ტრანსპორტის მომსახურებით საზოგადოება კმაყოფილი იყოს. გვაქვს გეგმები, რაც დიდ ძალისხმევასა და თანხებს მოითხოვს. დარწმუნებული ვართ, ახალ მერთან და საკრებულოსთნ ერთად, ყველაფერს შევძლებთ სიტუაციის გამოსასწორებლად.

- როგორია უწყების დაფინანსება და რამდენი მუნიციპალური ავტობუსი ირიცხება დღეისათვის თქვენს ბალანსზე?

- ჩვენი დაფინანსება მიმდინარე წელს 5 მილიონ 720 ათს ლარს შეადგენდა. საკრებულომ დაამტკიცა მომავალი წლის ბიუჯეტიც, რაც 6 მილიონ 400 ათასი ლარით განისაზღვრა. გარაჟში ამჟმად ზონდას, ფაუს და ბოგდანის ფირმის 143 მუნიციპალური ავტობუსი ირიცხება, აქედან ყოველდღიურად ხაზზე 107 ავტობუსი გადის, 20 ავტობუსი შშმ პირებისათვისაა გათვლილი. მოსახლეობას დღეისათვის 320 მძღოლი ემსახურება.

- მოსახლეობა ხშირად გამოთქვამს პრეტენზიებს გაუმართვი ავტობუსების გამო, რომლებიც სისტემატურად გამოდის მწყობრიდან ...

- ბიუჯეტი რა შესაძლებლობასაც იძლევა, იმის შესაბამისად ხდება გარაჟის განახლებაც. 2012 წელს შემოვიდა შშმ პირებზე ადაპტირებული ავტობუსები, სამწუხაროდ , ბოლო ხუთი წელი ამ მხრივ აღარაფერი გაკეთებულა.

- რის შეცვლას გეგმავთ?

- უახლოეს მომავალში გამოცხადდება ტენდერი ახალი ევრო 5 დიზელის ტიპის ავტობუსების შესაძენად, პარალელურად, ვმუშაობთ ახალი ხაზების ოპტიმიზაციაზე. ქალაქში წესრიგდება ინფრასტრუქტურა, მაგალითისათვის მოვიყვან ე.წ. ჭაობის უბანს, მთავარ აქცენტსსწორედ ამ უბანზე გავაკეთებთ, დავგეგმავთ ახალ ხაზებს და ქალაქზე შემოერთებულ უბნებსაც მოვიცავთ. მოსახლეობას ვპირდებით, რომ ისინი გადაადგილების მხრივ შვებას მალე იგრძნობენ. რისი მოთხოვნაც არის მათი მრიდან.

- როგორ ავტობუსებს შეიძენთ?

- კარგია პარკის სრულად განახლება, მოსახლეობის მომსახურებაც უფრო იოლი იქნება, მაგრამ ამ ეტაპზე მხოლოდ ნაწილობრივ მოგვარდება ეს საკითხი. ჩემს, მოსვლამდე შემდეგი სურათი იყო უწყება 20-25 ახალი სატრანსპორტო საშუალების შეძენას გეგმავდა. ექსპერტებთან და გამოცდილ თანამშრომლებთან ერთად, სიტუაციის შესწავლის შემდეგ, გადაიხედა სატენდერო წინადადებები, გავითვალისწინეთ ქალაქში არსებული მდგომარეობაც, ის, თუ რამდენად გადატვირთულია დღეს მოძრაობა და მივედით ერთ დასკვნამდე დიდი ავტობუსები ბათუმისთვის მოსახერხებელი არ არის. შეიცვალა ტენდერის პირობები, გვსურს უფრო მეტი ავტობუსის შეძენა, მიმდინარეობს მოლაპარაკებები EBRD-თან  და მალე ტენდერსაც გამოვაცხადებთ. პარამეტრების შემცირებით, საწვავის მოხმარების ხარჯის გათვალისწინებით და ა.შ. სავარაუდოდ, 35-40 -ზე მეტი ავტობუსის შეძენაა შესაძლებელი. დოკუმენტაციაზე ვმუშაობთ, საბოლოოდ შედეგები ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან მოლაპარაკების შემდეგ გახდება ცნობილი, რის შემდეგაც უმოკლეს ვადებში გამოცხადდება ტენდერი.

- "მწვანე ქალაქის" პროექტზე მერების შეთანხმების ფარგლებშიც ხომ იგეგმებოდა ავტობუსების შეძენა?

- რაც ახლა მოგახსენეთ, ეს არის ერთი ნაბიჯი სიტუაციის გამოსასწორებლად, პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა ელექტროავტობუსების შეძენაზეც, რომელიც ქალაქში არსებულ ეკოლოგიურ მდგომარეობაზე უთუოდ დადებითად აისახება. 10 ერთეული ელექტროავტობუსის შესაძენად ტენდერი ევრო 5 დიზელის ტიპის ავტობუსების შეძენის შემდეგ გამოცხადდება, რომლის დოკუმენტაციაზეც უკვე ვმუშაობთ. განსაზღვრულია მარშრუტიც და ის ბათუმი ცენტრალიდან აეროპორტამდე იმოძრავებს. აღნიშნულ ავტობუსებს გრძელვადიანი სესხითა და გრანტით შევიძენთ.

- მძღოლების რაოდენობის გაზრდასაც ხომ არ გეგმავთ?

- ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენ ავტობუსს შევიძენთ. პარკი არის ძალიან მოძველებული. რაც არის, ისიც გაუმართავია და წლის განმავლობაში ძალიან დიდ ხარჯებს მოითხოვს. აქედან გამომდინარე, სავარაუდოდ, 20-მდე ავტობუსს, რომელიც შეკეთებას აღარ ექვემდებარება ჩამოვწერთ.

- მოსახლეობისაგან ხშირად ისმის პრეტენზიები გაუმართავი ტრანსპორტის გამო, ნაწილში წვიმს, ზოგში კიდევ დაზიანებულია სკამები. როგორ რეაგირებთ ამ პრეტენზიებზე?

- მეხუთე თვეა რაც ამ ორგანიზაციას ვხელმძღვანელობ და ჩემი აქ მუშაობის პერიოდში სამჯერ მოგვმართეს, ავტობუსი უმალვე მოიხსნა ხაზიდან. სხვა შემთხვევაში, ყველა მუნიციპალური ტრანსპორტი დეპოში მოწმდება. ჩვენი ზეინკლები და მექანიკოსები ღამის ცვლაშიც კი მუშაობენპრობლემების აღმოსაფხვრელად და დილით მხოლოდ გამართული ტრანსპრტი გადის ხაზზე. არის შემთხვევები, როცა პრობლემა მუშაობის პროცესში იჩენს თავს, ასეთ დროს მას სხვა ტრანსპორტით ჩავანაცვლებთ. მსგავსი ფაქტები იშვიათია, პრობლემები ძირითადად, 2008-2009 წლებში შეძენილ ავტობუსებს აქვს. კიდევ კარგად გაძლო. მომავალში მათ აუცილებლად შევაკეთებთ და ახლებთნ ერთდ გავა ხაზზე.

- სათადარიგო ნაწილების შეძენა რატომ გაჭიანურდა?

- აქ რომ მოვედი, დამხვდა ერთი პრობლემა ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სრულად ვერ უზრუნველყო პირობის შესრულება, სათდარიგო ნაწილების უმნიშვნელო რაოდენობა შემოიტანა. მას მიეცა დისკვალიფიკაცია და გამოცხადდა ახალი ტენდერი. ნაწილები ჩინეთიდან შემოგვაქვს, ჩვენი ვარაუდით, ორ თვეში მოგვარდება ეს საკითი. ზამთარი კარს მოგვადგა, ვიცით, რომ ავტობუსები უნდა იყოს შეძლებისდაგვარად გამართული და , რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, უნდა თბებოდეს. მაქსიმალურად ვცდილობთ მოსახლეობამ ეს პრობლემები არ იგრძნოს.

- მძღოლებს აქვთ დაწესებული მოძრაობის გრაფიკი, რის შესაბამისადაც იზომება გახარჯული საწვავის რაოდენობა. გადატვირთული მოძრაობის, საცობებისა და გაუმართავი საგზაო ინფრასტრუქტურის პირობებში, როგორ ხდება ამის გამოთვლა, ეთვლებათ თუ არა ეს საწვავის გადახარჯვაში და არის თუ არა პრეტენზიები მძღოლების მხრიდან?

- ზამთარში ავტობუსები გარაჟიდან გადის დილის 6 საათზე და ბრუნდება ღამის 11 სააათზე, ზაფხულში კი 12საათსა და ზოგჯერ პირველის ნახევარზე. ინტერვალი სამარშრუტო ხაზის დატვირთვაზეა დამოკიდებული. მძღოლებს ანაზღაურება საათობრივად ეძლევათ. საწვავის გადახარჯვაზე პრეტენზიბი  მათ ვეღარ ექნებათ, რადგან გრაფიკი ნებისმიერ სეზონზეა მორგებული. საცობების პირობებში დიზელის წვის რაოდენობაზეა გათვლილი. პირადად გავაკეთე საწვავის წვის მონიტორინგი, რათა დამეწესებინა ახალი ნორმები. ერთ ავტობუსს მონაცვლეობით ორი მძღოლი ემსახურება. თუ ერთი მძღოლის შემთვევაში ავტობუსი წვავს ერთ რაოდენობას, მეორე კი სხვას, ეს უდავოდ არის მძღოლის უნიათობის ბრალი. ეს საკითხიც მოგვარებულია. მძღოლს ყოველთვის შეიძლება ჰქონდეს რაღაც საკითხზე პრეტენზია, საკითხის დეტალურად განსჯის შემდეგ ხვდებიან, რომ ვაკეთებთ ისე, როგორც ამას საქმე მოითხოვს და ქალაქს სჭირდება. ჩვენ მათ უსამართლოდ არასოდეს მოვექცევით. მთავარია მათი მხრიდან გამოთქმული პრეტენზიები იყოს ობიექტური.

- თქვენ თუ გაქვთ მათ მიმართ პრეტენზიები?

- რა თქმა უნდა. 320 მძღოლია და მათი კონტროლი ცოტა რთულია. შევიმუშავეთ მათთან მუშაობის მექანიზმი. ჩვენი მოთხოვნაა, ყველა მძღოლი იყოს მოწესრიგებული და ჰყავდეს გამართული ტრანსპორტი, იყოს სხვებისთვის მისაბაძი. ბათუმი ტურისტული ქალაქია და ბევრი სარგებლობს მუნიციპალური ტრანსპორტით. მართლია პარკი მოძველებულია, მაგრამ მძღოლი ვიზუალურადაც უნდა იყოს მოწესრიგებული და სანიმუშოდ გამოიყურებოდეს. იყო შემთხვევები, როცა ალკოტესტის გავლისას გამოვლინდა არასახარბიელო ფაქტები, რის გამოც მძღოლი მოიხსნა ხაზიდან. ერთი სიტვით, მგზავრს არ უნდა ჰქონდეს ამ მხრივ პრეტენზიები. ამ საკითხზე ამჟამადაც ვმუშაობთ და ვფიქრობთ, ახლო მომავალში სრულად აღმოიფხვრება ეს პრობლემები.

- ტრანსპორტის პროფკავშირებთან თუ თნამშრომლობთ. 

- ვცდილობთ, პროფკავშირებთან გვქონდეს კომუნიკაცია და არ შეგვექმნას პრობლემები. მძღოლების პრეტენზიები ჩვენამდე სწორედ პროფკავშირების მეშვეობით მოდის და ერთად ვცდილობთ მის მოგვარებას. ვფიქრობ, ჯანსაღი ურთიერთობა გვაქვს და მომავალშიც ასე გაგრძელდება.

- სამედიცინო დაზღვევებთნ დაკავშირებითაც იყო რაღც პრობლემები?

- უბრალოდ გაუგებრობას ჰქონდა ადგილი. ჩვენ მოვიწვიეთ სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლები. პროფკავშირებთან ერთდ დეტალურად განვიხილეთ ყველაფერი და სისტუაციაც გაირკვა.

- მოსაცდელებზეც ვისაუბროთ? 

- ამჟამად, ჩენს ბალანსზე, ქალაქის ცენტრში მინის 40 და შემოერთებული ტერიტორიებზე აგურის 20 მოსაცდელი ირიცხება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს კიდევ აგურის  16  მოსაცდელის მშენებლობა, მომავალში კიდევ 25-ის გაკეთებას ვგეგმავთ. მოთხოვნიდან გამომდინარე, შესაძლებელია ეს ციფრი შეიცვალოს. გარეუბნებს რაც შეეხება, აქამდე მოუწესრიგებელი იყო ინფრასტრუქტურა და დღის წესრიგში არ იდგა მოსაცდელების საკითხი. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ ამ უბნებსაც მოვიცავთ. პარალელურად ვმუშაობთ ახალი მარშრუტების სქემაზე. მოსაცდელებსაც ამ მარშრუტების შესაბამისად განვათავსებთ. ვფიქრობთ 400-მდე საინფორმაციო დაფის ოპტიმიზაციაზეც, რომელსაც დაემატება 20-მდე ახალი ელექტროტაბლო. მოქალაქეებს სასურველი მარშრუტის ტრანსპორტის განრიგი სმს შეტყობინებით მოუვათ და დიდხანს ლოდინი აღარ მოუწევთ. მათ სასურველი ინფორმაციის მიღება ინტერნეტითც შეეძლებათ.

- რა ღირს მგზავრობა და ამ მიმართულებითაც ხომ არ გეგემავთ რამეს?

- მგზავრობა 30 თეთრია. მერიის სუბსიდირების ფარგლებში პენსიონერები, პედაგოგები და სტუდენტები  15 თეტრიანი შეღავათიანი მგზავრობითაც სარგებლობენ. ამჟამად საქართველოს ბანკთან ერთად ახალ პროგრამულ უზრუნველყოფაზე ვმუშაობთ. ძირითადად, გადასული ვართ საბარათე სისტემაზე, უახლოეს დღებში ბანკის წარმომადგენლები შეხვდებიან ჩვენი კონტროლის სამსახურის თანამშრომლებს. მომავალში მათ დაურიგდებათ პიროვნების იდენტიფიკაციის პროგრამით უზრუნველყოფილი პლანშეტები, რასაც იუსტიციის სახლი უზრუნველყოფს, სერვერი კი მერიაში განთვსდება. მასზე შეუფერხებლად გვექნება წვდომა და დაჯარიმდება ყველა უბილეთო მგზავრი. ავტობუსში ნაღდი ფულით ბილეთების შეძენის დრო უნდა დასრულდეს, რისთვისაც აქტიურად ვმუშაობთ. ამჟამად გვყავს 35 კონტროლიორი, რომელიც ამოწმებს უბილეთთო მგზავრებს და 260 კონდუქტორი, რომლებიც ყიდიან ბილეთებს. ბარათებს მოსახლეობა უფასოდ მიიღებს ბანკის ფილიალებში და მას სასურველი თანხით შეავსებს.

- დამსვენებლები და ქალაქის სტუმრები როგორ იმგზავრებენ ასეთ შემთხვევაში, ხომ არ შეექმნებათ პრობლემები?

- ამ მიმართულებითაც ვმუშაობთ საქართველოს ბანკთან , რომ სიახლე მათთვისაც იყოს მისაღები, მგზავრობა კი კომფორტული. აუცილებელია ტურისტებისათვისაც გავითვალისწინოთ ეს ბარათები. შესაძლებელია ის გაიყიდოს აეროპორტში, რკინიგზასა და ავტოსადგურებში. არ არის გამორიცხული, სახელფასო და სხვა ტიპის ბარათებითაც მოხდეს ანგარიშწორება. ვნახოთ, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია.

- თქვენი სამსახურის დაფინანსება თითქმის მილიონ-ნახევარი ლარით გაიზარდა. რეალურად რაში დაიხარჯება ეს თანხა?

- მარტივად გაგცემთ პასუხს: არაფერი არ გაზრდილა, რეალურად თანხა იგივე რჩება, უბრალოდ, წლის დასაწყისში დიზელის შესასყიდი ფასი იყო სხვა, ახლა კი გაცილებით გაზრდილია ეს ციფრი. დღეს დიზელს 2 ლარსა და 10 თეთრში შევისყიდით და საშუალოდ 60 ვაანგარიშობთ სხვაობას. 20 000 ტონა დიზელი გვჭირდება მთელი წლის განმავლობაში. სწორედ ეს ფასთა სხვაობა დაგვემატა და მეტი არაფერი.

- ველოტერმინალის შესახებაც ვთქვათ ორიოდე სიტყვით. ამჟამად რამდენი ველოსიპედი ირიცხება ბალანსზე და გეგმავთ თუ არა პარკის განახლებას?

- ჩვენს ბალანსზე 370 ველოსიპედი და 25 ტერმინალია. ვგეგმავთ ოპტიმიზაციას. ზაფხულში ჩატარებულმა დაკვირვებამ ცხადყო, რომ რეალურად ქალაქს მხოლოდ 200 ველოსიპედი სჭირდება, დანარჩენი კი აქვე დასაქყობდება. ამჟამად ველოსიპედების მხოლოდ 50 % მუშაობს გამართულად და ისიც განახლებას საჭიროებს.

მინდა ჩვენს მოქალაქეებს ვუთხრა, ამ უწყებაში იმისთვის ვარ მოსული, რომ მოქალაქეებმა კომფორტულად და უსაფრთხოდ იმგზავრონ. ამისათვის ჩემს გუნდთან, მერიასთან და რეგიონის ხელმძღვანელობასთან ერთად ყველაფერს გავაკეთებთ. მომავალი წლიდან ჩვენი მოსახლეობა აუცილებლად იგრძნობს სასიკეთო ცვლილებებს.

რას ფიქრობთ ქ.ბათუმის მუნიციპალურ ტრანსპორტში ელექტრონული საბილეთო სისტემის დანერგვის შესახებ?