გადაწყვეტილება მუნიციპალური ტრანსპორტით უფასო მგზავრობის შესახებ

გადაწყვეტილება მუნიციპალური ტრანსპორტით უფასო მგზავრობის შესახებ

ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 აპრილის №8 და 2021 წლის 31 მაისის №16 დადგენილების თანახმად, მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ იმგზავრებენ შემდეგი კატეგორიები:

  • ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის  – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების და ავტორიზებული კერძო სამართლის სამეწარმეო ან არასამეწარმეო იურიდიული პირის  – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეები
  • ბათუმში არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლები
  • ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლები, რომლებიც რეგისტრირებული არიან ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში
  • ბათუმის საზღვრებში არსებული ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები
  • ბათუმის საზღვრებში არსებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი ავტორიზებული საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესიული სტუდენტები
  • ბათუმის საზღვრებში რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული პირები
  • ბათუმის საზღვრებში რეგისტრირებული „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პენსიონერები
  • ბათუმის საზღვრებში არსებული საბავშვო ბაღებისა და ბიბლიოთეკების თანამშრომლები, რომელთა შრომის ანაზღაურება  თვეში არ აღემატება 625 ლარს
  • საბავშვო ბაღებისა და ბიბლიოთეკების თანამშრომლები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში და რომელთა შრომის ანაზღაურება თვეში არ აღემატება 625 ლარს
  •  ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლები, რომლებიც რეგისტრირებული არიან ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში და რომელთა შრომის ანაზღაურება თვეში არ აღემატება 625 ლარს
  • ბათუმის საზღვრებში განლაგებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მომუშავე მანდატურები
  • ბათუმის ხანდაზმულთა სოციალური ცენტრის ბენეფიციარები
  • ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული ვეტერანები
  • ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები
  • ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული 0-70 000 ქულის მქონე ბენეფიციარები
  • სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მეურვეობა–მზრუნველობის და მხარდაჭერის სერვისების დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რეგიონული ცენტრი
  • ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირები

  ნულოვანი ტარიფით მგზავრობის მიუხედავად, მუნიციპალურ ტრანსპორტში ბარათის გატარება სავალდებულოა.